ტელეკომპანია 'იმედში' სპეცრაზმი შევიდა
07.11.07 21:16
დღეს ტელეკომპანია 'იმედის' ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეწყდა.
შემთხვევა დაახლოებით 20.50 საათზე მოხდა, როდესაც ეთერში საინფორმაციო გადაცემა ‘ქრონიკა’ გადიოდა. წამყვანის ადგილი 'იმედის' პოლიტიკური პროგრამების დირექტორმა გიორგი თარგამაძემ დაიკავა, რომელმაც განაცხადა, რომ სამართალდამცველები უკვე საეთეროში იმყოფებოდნენ. მისი თქმით, 'იმედის' თანამშრომლები წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდნენ. ამის შემდეგ ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეწყდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პარლამენტის უმრავლესობის წევრების მხრიდან ტელეკომპანია 'იმედის' მისამართით უკმაყოფილო განცხადებები ხშირად ისმოდა. ისინი ტელეკომპანიას ტენდენციურობაში ადანაშაულებდნენ, რაც, მათი თქმით, ოპოზიციური პარტიების ტელეკომანიის დამაარსებლის ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით იყო განპირობებული
|