სპეცრაზმმა რიყეზე შეკრებილი აქციაც დაშალა
07.11.07 17:58
პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა რიყეზე გადანაცვლებული ოპოზიციის მხარდამჭერებსაც შეუტია და ხელკეტების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
რიყეზე შეკრებილი ხალხის დასაშლელად სპეცრაზმს ოციოდე წუთი დასჭირდა და ხალხმა მეტრო 'ავლაბარის' და აბანოთუბნის
მიმართულებით დაიხია, თუმცა სამართალდამცველებს დევნა არ შეუწყვეტიათ.
სამართალდამცველთა გარდა, რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანები.
|